აბესალომ, აბესალომ!
________________________________________
უილიამ ფოლკნერი
________________________________________
1897-1962წწ. (აშშ)
პირველი გამოცემა _ 1936წ.
გამომცემელი _ Random
house (ნიუ-იორკი)
ნობელის პრემია ლიტერატურაში
_ 1949წ.
_________________________________________
1835-1910 წლებში ხუთჯერ მოყოლილი ეს ამბავი (რომელსაც
სუტპენი ნადირობის დროს, დასვენებისას, მის ფრანგული არქიტექტურით აგებულ ქოხში იხსენებს)
თომას სუტპენის პლანტაციურ-გლეხურ ცხოვრებასა და მის ვაჟს, ბონს, ეხება, რომელიც შეიძლება,
შავკანიანიც გამოვიდეს და თუ ასე მოხდა, სახლის დაქცევას გამოიწვევს. სიუჟეტის მსვლელობისას
სხვადასხვაგვარ ურთიერთსაწინააღმდეგო ამბავს ვიგებთ, რაც შეიძლება ისტორიული წარსულის
აღქმაში დაგვეხმაროს ან ხელი შეგვიშალოს. მაგრამ რომან ,,აბესალომ, აბესალომში“ დასმული
საკითხი, თეთრი და შავკანიანი ადამიანების შერწყმისა, დიდ პრობლემებს უქადის ოჯახსაც
და მათ პირმშოსაც, რადგან ეს ის დროა, როცა სახეს, ფერს, სქესსა და სოციალურ მდგომარეობას
გადამწყვეტი როლი აკისრია. კითხვა: ვინ რა იცის, მათ რა იციან? გარდაისახება შემდეგ
კითხვაში: ,,როგორ უნდა გავიგოთ მათი სახე, სქესი, კანი და მიწა, რაც აფროამერიკელთა
შრომის შედეგადაა შექმინლი, განა უნდა უარყოს ეს ვინმემ?
ფოლკნერის ეს პასუხი თითქოს მისივე ცოდნის წარმოჩენაა
ან იმავე სუტპენისთვის თავის ვაჟთან შეხების ტოლფასი, რაც ორივეს თითქოს საკუთარ თავს
სწყვეტს. იმით, რომ უილიამ ფოლკნერს ასეთი არსაფიქრალი ფიქრები აწუხებს თავის წინაპრებზე
რომანში ,,აბესალომ, აბესალომ!“, და იმითაც, რომ მამული შავკანიანთა შრომაზე დგას,
შეიძლება აიხსნას ამ რომანის სტრუქტურა, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ნიმუში.
No comments:
Post a Comment