აბატი ს
_______________________________________________
ჟორჟ
ბატაი
_______________________________________________
1897-1961წწ.
(საფრანგეთი)
პირველი
გამოცემა _ 1950წ.
გამომცემელი
_ Les Editions de Minuit (პარიზი)
სათაური
დედანში _ L,Abbe C
_______________________________________________
ჟორჟ ბატაის მცირე ზომის რომანი ,,აბატი ს“ ტყუპ
ძმას შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებს გვაცნობს. ერთ-ერთი ძმა, რობერტი, მღვდელია
და იმდენად სათნო ცხოვრებას ეწევა, რომ მეტსახელად აბატს უწოდებენ, მისი ტყუპისცალი
ჩარლზი კი თავაშვებული ცხოვრებით ცხოვრობს და მხოლოდ სიამეს დაეძებს. ნაწარმოებს რამდენიმე
მთხრობელი ჰყავს, დასაწყისი კი ტყუპის მეგობარს ეკუთვნის. სწორედ დასაწყისშივე ვიგებთ,
რომ რობერტი ძალიან იტანჯება, რადგან ძმის ავადმყოფობის შესახებ შეიტყობს. რაც უფრო
მეტად შედის ნაწარმოების სიღრმეში მკითხველი, მით უფრო მეტს იგებს ძმების ემოციური
მდგომარეობისა და ურთიერთდამოკიდებულების თაობაზე. ჩარლზის დამოკიდებულება ეპონინეს
მიმართ, ქალის, რომელიც მის აღვირახსნილ ცხოვრებაში მთავარ როლს ასრულებს, კიდევ უფრო
რთულდება, რადგან ეპონინე თავშეკავებული რობერტისადმი სექსუალურ ლტოლვას განიცდის და
რაც უფრო სენსაციურია, არც რობერტია მისადმი ბოლომდე გულგრილი. ეს მტკივნეული ტრიანგულაცია
დედმამისშვილების ურთიერთობაში აუტანელ დაძაბულობას ქმნის, რობერტის სიწმინდეს ფეხქვეშ
თელავს, ხოლო ჩარლზის ჯანმრთელობის მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს.
ნაწარმოები გვიჩვენებს ერთგვარ ბზარს რელიგიურ მოვალეობასა და ადამიანის ნამუსს შორის, ამავე დროს ასახავს ინდივიდის სულიერ მდგომარეობას. მკითხველებმა დასახული პრობლემების მწერლისეული მოგვარების მეთოდი, შესაძლოა, ცოტა გადაჭარბებულად მიიჩნიონ, თუმცა ეს ნაწარმოების ერთ-ერთი ხიბლია.
No comments:
Post a Comment