აალებული ველი
__________________________________
ხუან რულფო
________________________________________
(მეხიკო)
1917-1986
პირველი გამოცემა
_ 1955წ
გამომცემელი _ Fondo de
Cultura Economica
სათაური დედანში
_ El Llano en llamas
__________________________________
კრებულლმა, რომელიც თხუთმეტ (მოგვიანებით ჩვიდმეტ) თხზულებას აერთიანებს, ხუან რულფოს მსოფლიო აღიარება მოუტანა. პოსტრევოლუციური სიუჟეტი, რომელიც ჰალისტოს შტატის სოფელ ლანო გრანდესში ვითარდება, თემში არსებული წინააღმდეგობების დაძლევას და მექსიკის რევოლუციას შეეხება.
რულფოს თხზულებები ეხება იმას, რაც უკვე მოხდა
და რისი შეცვლაც შეუძლებელია. რულფო ოჯახური ურთიერთობების მაგალითზე იკვლევს ძალაუფლების
მექანიზმებსა და ძალადობის სახეებს, რომლებიც ხშირად განცალკევებით განიხილება. რულფოს
პერსონაჟების უმრავლესობა მარტოხელა ადამიანია, რომელიც თავს ამა თუ იმ მიზეზით იდანაშაულებს.
შედეგად ისინი უმიზნოდ მოხეტიალე მოგზაურებს ემსგავსებიან, რომლებიც არარსებულ, უტყვ
მოსაუბრეებს შეუჩერებლად ესაუბრებიან. თხრობის ოსტატობა, რეალობასა და ფანტასტიკას
შორის მოხერხებულად დაცული ბალანსი, შორსაა ,,მაგიური რეალიზმისგან“. ეს კი იმას ნიშნავს,
რომ ამ ამბების ავთენტურობა და ავტორის ოსტატობა საკმარისი აღმოჩნდა მათ გადმოსაცემად.
ხუან რულფოს ამ კრებულის მხოლოდ ერთი თხზულება რომ დაწერა - ,,პედრო პარამო“ - საკმარისი
იქნებოდა იმისათვის, რომ ის თავისი დროის საუკეთესო მწერლად ეღიარებინათ.
No comments:
Post a Comment