ალექსანდრო ბარიკო ,,აბრეშუმი"


აბრეშუმი
_______________________________

ალესანდრო ბარიკო
_______________________________

1958წ. (იტალია)
პირველი გამოცემა _ 1996 წელი
გამომცემელი _ Rizzoli (მილანი)
სათაური დედანში _ Seta
______________________________
  
   ჰერვე ჯონკორი თავის მშობლიურ ქალაქს ტოვებს და იაპონიაში მიემგზავრება, რათა აბრეშუმის ჭიის კვერცხები მოიძიოს და ჩაიტანოს ევროპაში, სადაც აბრეშუმის მრეწველობა სწრაფად ვითარდება. ავტორის ცნობით, მოქმედება 1861 წელს ვიტარდება. ეს ის დროა, როდესაც ფლობერი ,,სალამბოს“ წერდა. ამ დროს ელექტროენერგია ჯერ კიდევ მომავლის პროექტი იყო, ხოლო ოკეანის მეორე მხარეს ლინკოლნი სამოქალაქო ომში გახლდათ ჩართული.
  
   ჰერვეს მოგზაურობა იაპონიაში რიტუალიზებულია მისი განმეორებითობითა და შეხვედრებით უცნობ პერსონაჟებთან, რომლებით მას ოქროს მონეტების სანაცვლოდ, აბრეშუმის ჭიის კვერცხებით ამარაგებენ. ჰერვე მოგზაურობის დროს უამრავ ადამიანს ხვდება. მათ შორის ევროპული ქვეყნების, იაპონიის წინააღმდეგ აბრეშუმით ვაჭრობისთვის საზღვრების გახსნის გამო წამოწყებული ომის შედეგად დაზარალებულთ. ჰერვე ომის შედეგებს საოცარი სიმარტივით აღწერს. ამ დროს ჰერვეს იდუმალი აზიელი ქალი უყვარდება, რომელიც მას სამშობლოში საიდუმლო სასიყვარულო წერილს ატანს. ჰერვე სამშობლოში ძვირფასი განძით ბრუნდება, მაგრამ სიყვარული მისთვის მხოლოდ ოცნებად რჩება. და მთელი ცხოვრება ცდილობს იმის ამოხსნას თუ რა წერია წერილში.

No comments:

Post a Comment