ოიზეფ სკვორეცკი ,,ადამიანთა სულების კონსტრუქტორი"


ადამიანთა სულების კონსტრუქტორი
____________________________________________

იოზეფ სკვორეცკი
____________________________________________

1924წ. (ჩეხოსლოვაკია)
პირველი გამოცემა _ 1977წ.
გამომცემელი_ Sixty-Eight (ტორონტო)
სათაური დედანში _ Pribeh inzenyra lidskych dusi.
____________________________________________

   წიგნი მოგვითხრობს მწერალზე, რომელმაც ფაშისტური და კომუნისტური რეჟიმების წნეხი განიცადა და თავი კანადას შეაფარა. რომანში დრო აღრეულია. აწმყო და წარსული იქ მუდმივად კვეთს ერთმანეთს. ავტორი კანადაში ემიგრირებული მწერლის პორტრეტს გვიხატავს.
  
   წიგნი ტრაგიკომედიური ჟანრისაა, მდიდარია შავი იუმორით. პირველი შვიდი თავი წარმოგვიდგენს შვიდ განსხვავებულ მწერალს, რომელნიც დენიმ, მთავარმა გმირმა, ტორონტოს უნივერსიტეტში აღზარდა. თავად დენი უნივერსიტეტის პედაგოგია.
  
   რომანის ,,ადამიანთა ასულების კონსტრუქტორი“, ავტორი იოზეფ სკვვორეცკი 1924 წელს ჩეხოსლოვაკიაში დაიბადა, მისი პირველი რომანი 1958 წელს გამოქვეყნდა. მწერალი კომუნისტური პარტიის მმართველობას გაექცა და 1968 წელს კანადაში გადავიდა საცხოვრებლად. იქ დააარსა გამომცემლობა და ჩეხოსლოვაკიელი მწერლების აკრძალული ლიტერატურის გამოქვეყნება დაიწყო. სკვორეცკიმ უამრავი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის - კანადის ორდენიც.

No comments:

Post a Comment