ემილ ზოლა ,,ადამიანი-მხეცი"


ადამიანი - მხეცი
_________________________________

ემილ ზოლა
_________________________________

1840-1902 (საფრანგეთი)
პირველი გამოცემა _ 1890წ.
გამომცემელი _ Charpentier (პარიზი)
სათაური დედანში _ La Bete Humaine
__________________________________

    ,,ადამიანი - მხეცი“ ემილ ზოლას ოცრომანიანი სერიის მეჩვიდმეტე ნაწარმოებია. მწერალი ტექსტში ბევრ სამეცნიერო ტერმინს იყენებს, რათა XIX საუკუნის საზოგადოების მემკვირდეობით მიღებული მანკიერებანი ასახოს. ,,ადამიანი - მხეცი“ გახლავთ მანქანა, რომელმაც, მწერლის აზრით, დიდი გავლენა მოახდინა რკინიგზაზე. ზოლა ნაწარმოებში ამ მანქანასა და სარკინიგზო ცხოვრებას ერთმანეთთან აკავშირებს. მატარებლის უპიროვნო ძალა პირდაპირ უკავშირდება ადამიანთა ძალადობასა და დესტრუქციულობას. ზოლამ ისეთი ადამიანი აღწერა, მომავალი თაობები სერიულ მკვლელს რომ დაარქმევენ. რომანის სერიული მკვლელი გახლავთ მატარებლის მემანქანე ჟაკ ლანტიე, რომელსაც ქალების დახოცვის პათოლოგიური სურვილი აწვალებს. მკვლელობა ,,მექანიკური კულტურის“ განუყოფელი ნაწილია - ინციდენტი და ფსიქოპათოლოგია განუცალკევებლად ჩანს.
  
   ლანტიეს წადილს, ვინმე მოკლას, სექსუალური სურვილიც უდევს საფუძვლად. განსაკუთრებით ეჭვიანობს გრანდმორინზე, სარკინიგზო კომპანიის ერთ - ერთ დირექტორზე. რომანში ამ სასიკვდილო სურვილს არაერთხელ შეხვდებით. ფიზიკურ სამყაროზე ზოლას თავისებური დაკვირვება ნაჩვენებია რკინიგზის ქსელის სახით, რომელიც სინათლითა და შუქრჩრდილებით, ცეცხლითა და კვამლით არის აღწერილი, რაც ასევე მაგნიტივით იზიდავდა მისი ეპოქის იმპრესიონისტ მხატვრებს.

No comments:

Post a Comment