ადამ ბიდი
_____________________________________
კორჯ ელიოტი
___________________________________________
1819-1880 (ინგლისი)
პირველი გამოცემა _ 1856წ.
გამომცემელი _ W. Blackwood & Sons (ლონდონი)
სათაური დედანში _ Adam Bede
__________________________________________
ჯორჯ
ელიოტის რომანი ,,ადამ ბიდი“ მგზნებარე მხატვრულ მანიფესტს შეიცავს. ნაწარმოების მოქმედება
ცენტრალურ ინგლისში ვითარდება და ეპონიმურ გმირს ეხება - დურგალს, რომელსაც ერთი ქარაფშუტა
გოგო სორელი, უყვარს. ჰეთი, თავის მხრივ გამიჯნურებულია კოხტა, მაგრამ უპასუხისმგებლო
სკვაირზე, ართურ დონითორნზე, რომელიც მყისვე ტოვებს ქალაქს, როგორც კი გაიგებს, რომ
ჰეთი მისგან დაორსულდა.
დრამა
დრამატულად ვითარდება, ჰეთი გუდანაბადს აიკრავს და საყვარლის საძებნელად გზას გაუდგება,
ბოლოს თავის გასაჭირს ბიძაშვილ დინა მორისს გაუმხელს. გულის გადაშლა და აღსარება, რაც
მკითხველში თანაგრძნობას იწვევს, რომანის კულმნაციად და სიმბოლოდ მიიჩნევა.
ელიოტს
აგნოსტიკური ჰუმანიზმი სშუალებას აძლევს, ყოველგვარი სულიერი რწმენის გარეშე, აღსარების
ქრისტიანული სქემა, მიმტევებლობა და მონანიება აგვიწეროს. აქვე აღსანიშნავია, რომ ელიოტის
აღწერილობა დოკუმენტური არ გახლავთ, განსხვავებით მისი საყვარელი ჰოლანდიელი რეალისტი
მხატვრების ტილოებისგან, რომელთაც თავად ხშირად ახსენებს.
მიუხედავად
იმისა, რომ ბევრგან ვხვდებით მინიშნებას ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების მიღმა არსებულ
ვითარებაზე, რომანი მაინც საკმაოდ რეალისტური ხასიათისაა. თანამედროვე მკითხველმა შეიძლება
ერთობ მძიმე დასკვნა გამოიტანოს, მაგრამ ამ ფერად და ხალას ნაწარმოებში მსუბუქი და
იოლად დასაღეჭიც ბევრია.
No comments:
Post a Comment