ადა
_______________________________
ვლადიმერ ნაბოკოვი
____________________________________
1899წ. (რუსეთი)-1977წ. (შვეიცარია)
პირველი გამოცემა _ 1969წ.
გამომცემელი _ McGraw-Hill (ნიუ-იორკი)
სხვა სათაური _ Ardor
____________________________________
,,ადა“ ნაბოკოვის
ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და რთულად აღსათქმელი რომანია. ავტორი საშუალებას არ აძლევს
მკითხველს, განსაზღვროს, რა არის რეალობა და რა - ილუზორული. მოქმედება დედამიწაზე
არ ვითარდება, ეს გამოგონილი სამყაროა. ნაბოკოვმა დროის გამრუდება მოახერხა, როდესაც
ზრდასრული ადა და ივანი გაგვაცნო და წარმოიდგინა მათი გავლენა მათსავე ურთიერთობაზე.
რომანი წყვილის 8-წლიან ამბავს მოგვითხრობს. ის
აერთიანებს მითსა და ზღაპარს, ეროტიზმსა და რომანტიკას. მათი ასეთი დიდი ოსტატობით
შერწყმა მხოლოდ ნაბოკოსოვისთვის არის შესაძლებელი. მწერალი ლიტერატურულ საზომად და
ათვლის წერტილად ლევ ტოლსტოის შემოქმედებას იყენებს. ,,ლოლიტას“ მსაგავსად, ,,ადა“
მძლავრი, მაგრამ ტაბუდადებული სექსუალური ურთიერთობის ამბავია. ადა და ივანი, რომლებიც
ერთად არიან გაზრდილები, როგორც ბიძაშვილები, და რომლებიც სინამდვილეში, ბიოლოგიური
და-ძმანი არიან, სისხლს აღრევენ. ნაბოკოვის თხრობის მანერა მკითხველს არ აძლევს საშუალებას,
მორალურად განსაჯოს პერსონაჟები.
,,ადა“ უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე გამომწვევი თხზულებაა,
რომელიც, წამოჭრილი თემებითა და მათ მიღმა არსებული მესიჯებით, მკითხველს ერთდროულად
აბნევს, სიამოვნებას ანიჭებს და საგონებელში აგდებს.
No comments:
Post a Comment