ლიტერატურა,
უმნიშვნელოვანესია ადამიანის ცხოვრებაში. როდესაც თქვენ წიგნს კითხულობთ გაქვთ
შესაძლებლობა, რომ გაცუროთ სულ სხვა სამყაროში ან სხვა მომავალში. წიგნის
გვერდებზე დაწერილ ერთ სიტყვას შეუძლია ბევრს საინტერესო თემაზე დაგაფიქროთ ან
პირიქით გაურკვევლობაში აღმოჩნდეთ. რატომ ახდენს დიდ გავლენას წიგნი და არა
ფილმი? იმიტომ, რომ წიგნში ყველა აღწერილი მომენტის წარმოდგენა და გონებაში
წარმოსახვა შეგიძლიათ და უფრო მეტი ფიქრის და გაანალიზების დრო გაქვთ. ფილმში კი
ყველაფერი დაქუცმაცებულია.
ლიტერატურა ავითარებს გონებას და გრძნობებს. ის არის ჩვენი მასწავლებელი,
მენტორი, სახელმძღვანელო. სახელმძღვანელო რეალურ და არარეალურ სამყაროში. სიტყვებით
აზრების გამოხატვის უნარი პიროვნების ნიშანია. სიტყვები არის სარკე, რომელშიც აშკარად
აისახება სულიერი განვითარების ხარისხი. ყველაფერი, რაც ჩვენს სულს შემოაქვს გარედან,
არის აღბეჭდილი ჩვენს გრძნობებში, აზრებში და მათი გამოხატვის მეთოდის შესაბამისად.
ლიტერატურა
აფართოებს ჩვენს ჰორიზონტს ყველაზე გულწრფელი გზით, გვათავისუფლებს დიდი ლექსიკით,
რაც მნიშვნელოვანია ადამიანებთან კომუნიკაციის დროს, იმისთვის, რომ განვახორციელოთ
დასაბუთებული და დამსახურებული ღირსეული შთაბეჭდილება პიროვნებაზე, რომელსაც შეუძლია
სწორად, ნათლად, ზოგიერთ შემთხვევაში ელეგანტურად გამოხატოს საკუთარი თავი
No comments:
Post a Comment