პირველ რიგში მოგესალმებით!)), ეს არის ბლოგი სადაც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ
თქვენთვის სასურველი წიგნი. ანას ბლოგზე ყოველდღიურად დაიდება იმ ნაწარმოებების მოკლე შინაარსი, რომელთა
ავტორებმა გავლენა მოახდინეს მსოფლიო კულტურაზე.
ადამიანები უხსოვარი დროიდან
უზიარებდნენ ერთმანეთს სხვადასხვა ამბავს-ჭკუის სასწავლებლად ან გასართობად, ანდაც
ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენების ჩასაწერად. თანამედროვე ეპოქა წიგნების უზარმაზარ
არჩევანს გვთავაზობს. ხშირად, ძნელია უამრავ გამოცემას შორის შევარჩიოთ ჩვენთვის საჭირო
ან საინტერესო მხატვრული ტექსტი. ამიტომ გადავწყვიტე შემოგთავაზოთ საინტერესო ავტორების,
საინტერესო ნაწარმოებების მოკლე ,,შინაარსი“, რადგან, უფრო იოლი გახდება თქვენთვის
არჩევანის გაკეთება.
მადლობა, რომ დაინტერესებული ხართ ჩემი ბლოგით!
No comments:
Post a Comment